შემდეგი რიგის ქალაქგეგმარებითი არეალების პროგრამა.
წინამდებარე დოკუმენტში მიმოხილულია ქალაქ თბილის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით გათვალისწინებული შემდეგი რიგის ქალაქგეგმარებითი არეალების პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული პროცესები.
აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს სხვადასხვა ნიშნით პრობლემური თუ ღირებული არეალებისთვის განვითარების ერთიანი ჩარჩო-პირობების განსაზღვრას და დედაქალაქის ვრცელი ტერიტორიებისათვის გეგმაზომიერი განვითარების უზრუნველყოფას.
2020 წლის ივლისში პროგრამამ არსებითი ხასიათის ცვლილებები განიცადა. თუმცა, საკითხის სპეციფიკურობისა და გახორციელებული ცვლილებების ბუნდოვანი ფორმულირებების გამო, ცვლილებების შინაარსი დაინტერესებული საზოგადოებისათვის ბოლო დრომდე კითხვის ნიშნებს აჩენდა.
წინამდებარე დოკუმენტი მიზნად ისახავს მიმოიხილოს პროგრამის აღსრულების საკვანძო მომენტები და ტენდენციები და საკითხით დაინტერესებულ პირებს მიაწოდოს ინფორმაცია სხვადასხვა ეტაპზე განხორციელებული ცვლილებების შინაარსის და მათი თავისებურებების თაობაზე.
დოკუმენტში მიმოხილულია შემდეგი რიგის 11 ქალაქთმშენებლობით არეალებთან დაკავშირებული საკითხები და იგი არ მოიცავს პროგრამით გათვალისწინებულ ისეთ საკითხებს როგორებიც არის საპარკო და პოლიცენტრული არეალები.
დედაქალაქის გენერალური გეგმის აღსრულებასთან დაკავშირებული გამოწვევები by OSGF on Scribd