უცხოელთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში კოვიდპანდემიის პირობებში და მის მიღმა 2020-2021 (ივნისი)

29.07.2021

2020-2021  წლებში  საქართველოში  მყოფი  მიგრანტებისთვის  კვლავ  პრობლემად  დარჩა  სა- ხელმწიფო უსაფრთხოების მოტივით დაუსაბუთებელი უარის მიღების პრაქტიკა ბინადრობის ნებართვის მოპოვების პროცესში. საკითხი პრობლემურია თავშესაფრის მაძიებელთათვისაც, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების დროს. ბინადრობის ნებართვის მიღებისას სახელმწიფოს მიერ შექმნილ ბიუროკრატიულ წინააღმდეგობებს დაემატა გამკაცრებული საკა- ნონმდებლო რეგულაციები, რომლებმაც კიდევ უფრო გაართულა საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩამოსვლისა და კანონიერად ცხოვრების პირობები.

 

პროკურატურისა და საგამოძიებო ორგანოების მხრიდან სავარაუდო რასობრივი, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე დროული და შედეგიანი რეაგი- რების საკითხი, ისევე, როგორც კონკრეტული ქვეყნების წარმომადგენლების მიმართ არსებული უარყოფითი საზოგადოებრივი განწყობები, მნიშვნელოვან პრობლემად რჩება საქართველოში.

 

Covid 19-ით გამოწვეულმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისმა განსხვავებული გავლენა იქონია საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფზე. ის პირები, რომლებიც ზოგადად უფრო მოწყვლადები არიან, მეტი რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ. მათ შორის არიან მიგრანტები, რომლებსაც განსხვავებული სამარ- თლებრივი რეგულირებისა და პოლიტიკის, სტიგმისა და დისკრიმინაციის, ენობრივი და კულტუ- რული განსხვავებების, ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობის, ინფორმაციის ნაკლებობის და არაერთი სხვა გარემოების გამო, ნაკლებად მიუწვდებათ ხელი სახელმწიფო სერვისებზე.

 

პანდემიის პირობებში არაერთი სისტემური ხასიათის პრობლემა გამოიკვეთა, მათ შორის: სა- ქართველოში მყოფი უცხოელებისათვის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, ბარიერები სახელ- მწიფო სერვისებით სარგებლობისას, ასევე ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში ჩართვისას, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას შექმნილი დაბრკოლებები, საქართველოში მცხოვრები უცხოელი სტუდენტების წინაშე წარმოქმნილი, პანდემიით გამოწვეული ახალი წი- ნააღმდეგობები და სხვა.

 

იმისათვის, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისული სიტუაციის პირობებში გაიზარდოს პრობლემასთან გამკლავების ეფექტიანობა, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო და ჯანდაცვის სერვისები, ასევე კომუნიკაციის ფორმები იყოს მაქსიმალურად ინკლუზიური და საზოგადოების ყველა ჯგუფის საჭიროებებზე მორგებული.

ანგარიშზე მუშაობდნენ: ანზორ ხატიაშვილი, მარიამ ჯიქია, მარიამ ღავთაძე

პროექტის ხელმძღვანელი: მარიამ ღავთაძე

რედაქტირება და კორექტურა: ელენე ჩაბრაძე

დიზაინი: ბესიკ დანელია

 

უცხოელთა უფლებრივი მდგომარე… by OSGF