ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა

11.03.2011

გზამკვლევი პაციენტებისთვის

გზამკვლევში ასახულია საკითხები, რომელიც უკავშირდება პაციენტის, მისი ნათესავების ან კანონიერი წარმომადგენლის უფლებებსა და ვალდებულებებს. გზამკვლევში განმარტებულია როგორც იურიდიული, ისე სამედიცინო ტერმინები,რომლებიც ხშირად რიგითი პაციენტისათვის რთული მოსაძიებელი და აღსაქმელია. განმარტებულია სამოქალაქო წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის პირობები და მოცემულია იმ მუხლების კომენტარი, რომელთა დარღვევაც იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობის დადგომას.

წიგნში განხილულია ის საკვანძო საკითხები, რომელთა ცოდნაც პაციენტებს სადაზღვეო კომპანიასთან ხელშკრულების გაფორმებისას გამოადგებათ. გზამკვლევი იმითაცაა გამორჩეული, რომ მას თან ერთვის ინფორმაცია სამედიცინო მომსახურების სფეროში მოქმედი სახელმწიფო პროგრამების შესახებ.

წიგნი მომზადდა და გამოიცა ფონდი ”ღია საზოგადოება-საქართველოს” და ღია საზოგადოების ინსტიტუტის “კანონის და ჯანმრთელობის” ინიციატივის ფინანსური მხარდაჭერით.

ავტორები: მარინა კვაჭაძე, ირმა მანჯავიძე, ნუნუ კვანტალიანი, ნინო მირზიკაშვილი, ნინო გვენეტაძე, გივი აზაურაშვილი.
კორექტორი: ნათია სამსონია, პროექტის ხელმძღვანელი: ნინო კიკნაძე

ISBN 978-9941-0-3009-3
თბილისი 2011