ღია საზოგადოების ფონდების ევრაზიის პროგრამა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს იწვევს ადვოკატირების ონლაინ პროგრამაში.
ტრენინგის კურსი პრაქტიკული ხასიათისაა და ის პოლიტიკის ცვლილებისკენ მიმართული ადვოკატირების კამპანიებში ჩართულ ორგანიზაციებს სტრატეგიის დაგეგმვაში დაეხმარება.
ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ორგანიზაციებს საქართველოდან, ყირგიზეთიდან, სომხეთიდან, ყაზახეთიდან, მოლდოვადან, ტაჯიკეთიდან და უზბეკეთიდან.
სესიები ჩატარდება 2021 წლის ოქტომბერ-ნოემბერში და წარიმართება ინგლისურად, თანხლები თარგმანით რუსულ ენაზე.
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 26 სექტემბერი.