ახალი აზროვნების ინსტიტუტის პროექტის შესახებ

14.09.2021

ჩვენი პროექტის – „ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდების მხარდაჭერა ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებლად“ ხელშეწყობით ქვემო ქართლის ახალგაზრდები სტუდენტები გახდნენ.

მარნეულის სამი სოფლიდან –  ხულდარა, მოლაოღლი და სადახლო  24 აბიტურიენტი (შერჩეული მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე) მონაწილეობდა პროექტში. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ფონდის მხარდაჭერით, სულ 70-ზე მეტმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელმა აბიტუტიენტმა ჩააბარა.

23-მა აბიტურიენტმა ჩააბარა უნივერსიტეტებში – თსუ-ს, ილიას, ტექნიკურ, სამედიცინო, სოხუმის და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტებში. 23 სტუდენტიდან – 13 გოგონა და 10 ბიჭია. მათ შორის ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია.

100%-იანი გრანტი მიიღო 9 აბიტურიენტმა, აქედან 5 გოგონა, 4 ბიჭია.

უკვე სამი წელია ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება მსგავსი პროექტები და შედეგად მარნეულის სამი სოფლიდან 70-ზე მეტი ახალგაზრდა ახლა სტუდენტია.

პროექტი ძალიან პოპულარულია თემში. პროექტის მდგრადობაა ის, რომ პროექტის მონაწილე სტუდენტები ყოველთვის მიდიან საგანმანათლებლო ცენტრებში და ახალ თაობას უზიარებენ თავიანთ ცოდნას და გამოცდილებას. აღსანიშნავია ისიც, რომ ორგანიზაციის ახალგაზრდები, რომლებიც წინა წლებში გახდნენ სტუდენტები, როგორც მენტორები, ეხმარებიან ახალჩაბარებულ აბიტურიენტებს ახალ და უცხო გარემოსთან უკეთ  ადაპტაციაში სწავლის პერიოდში, ერთწლიანი ქართული ენის მოსამზადებელი კურსის გავლისას.

 

 

 

 

 

 

სიახლეები

მულტიმედია