საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა. მთავარი თემა: დასაქმებისა და უმუშევრობის ტენდენციები. ნოემბერი 2011

20.11.2011

“ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა” 2011 წლის სექრტემბრიდან დაიწყო ყოველკვარტალური გამოცემის „ საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივა” გამოცემა.

გამოცემები მზადდება”ღია საზოგადოების ინსტიტუტის” ინსტიტუციონალური დახმარების პროექტის ფარგლებში.

ყოველკვარტალურ გამოცემებში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი წარმოგიდგენთ საქართველოს ეკონომიკის ანალიზს. თოთოეულ გამოცემაში მთავარი ფოკუსი გაკეთებული იქნება ერთ მთავარ თემაზე, რომელიც დეტალურად იქნება მიმოხილული. ამასთან, ყველა გამოცემაში  გაანალიზებული იქნება ეკონომიკის ისეთი მნიშვნელოვანი ასპექტები, როგორებიცაა: მთლიანი შიდა პროდუქტი, მთლიანი ეროვნული შემოსავალი, სამომხმარებლო ფასების ინდექსი, ინფლაცია და უმუშევრობა, საგარეო ვაჭრობა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ქვეყნის ბიუჯეტი და ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის განხორციელება, ქვეყნის საბანკო სექტორი და ასევე, საქართველოს ეკონომიკა მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივიდან.