პირდაპირი ეთერი საარჩევნო მედიაცენტრიდან

30.10.2021

ინფორმაცია მედიისთვის

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით მუშაობას განაგრძობს, არასამთავრობო ორგანიზაციების მედია ცენტრი, სადაც არჩევნებზე დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციები ჟურნალისტებს ინფორმაციას მიაწვდიან არჩევნების მიმდინარეობის შესახებ.

მედიაცენტრში ბრიფინგებს გამართავენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები:

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
  • მრავალეროვანი საქართველო
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი

დეტალური ინფორმაციისთვის მედიაცენტრის მუშაობის შესახებ გადადით საარჩევნო მედიაცენტრის გვერდზე.