საჯარო სივრცეების მომავალი თბილისში

30.09.2021

საჯარო სივრცეების სარეკრეაციო, პოლიტიკური და ჯანდაცვითი მნიშვნელობა განუზომელია საზოგადოებისთვის. ეს მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა პანდემიის დროს. მიუხედავად ამისა, ქალაქის პოლიტიკის ჩავარდნის გამო, ხელისუფლებათა ცვლის პარალელურად, მცირდება საჯარო სივრცეები თბილისში.ქაოტური მშენებლობებისა, თუ აგრესიული რეაბილიტაციის პროექტები, რომელიც საჯარო სივრცეს ცემენტით ფარავს, ნელნელა გვართმევს ქალაქში კუნძულებად დარჩენილ მნიშვნელოვან ადგილებს.

თბილისის არაერთ უბანში მიმდინარეობს სამეზობლო თემებისა და საინიციატივო ჯგუფების ბრძოლა საჯარო სივრცეთა გადარჩენისა და შენარჩუნებისთვის.

აქტიური სამეზობლოების წარმომადგენლების მონაწილეობით ღია საზოგადოების ფონდის გვერდზე გაიმართა ონლაინ დისკუსია  პირდაპირ ეთერში, რომლის მიზანია, მუნიციპალური არჩევნების წინ დააფიქსიროს საზოგადოების ხმა, რომ საჯარო სივრცეთა დაცვა და გადარჩენა, პოლიტიკოსების წინაშე დაყენებული უმნიშვნელოვანესი მოთხოვნაა.

დისკუსიის მონაწილეებმა განიხილეს ქალაქის ხარვეზიანი პოლიტიკის მძიმე შედეგები სხვადასხვა უბნის საჯარო სივრცეების მაგალითზე და გამოსავალსა და ბრძოლის სტრატეგიებზე ისაუბრეს.

 

მომხსენებლები:

ანა ტრაპაიძე- დიღმის ჭალები;
ელენე ცერცვაძე- იპოდრომი-უბეტონო მხარე;
მარინა ვაშალომიძე- დიდი დიღმის სამეზობლო თემი.