სოციალური სერვისები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეებისთვის

21.02.2017

სახელმწიფო სოციალური პროგრამების აღწერა, რომელიც ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მხარდაჭერით საინიციატივო ჯგუფმა მოამზადა, მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ინფორმირებას ქვეყანაში არსებული სოციალური მომსახურებების შესახებ.

პუბლიკაციებში აღწერილია სოციალური, ჯანდაცვის, საგანმანათლებლო და მუნიციპალური მომსახურების პროგრამები, რაც ხელმისაწვდომია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეებისთვის. ინფორმაცია დახარისხებულია ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით და წარმოდგენილია ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

აღწერა ჩაატარა საინიციატივო ჯგუფმა შემდეგი შემადგენლობით: ვიქტორია მიდელაური, ნანა გოჩიაშვილი, ცირა ბარქაია, ნინო ცინცაძე