2022 წლის 15 აპრილს, საქართველოს ხელისუფლებამ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შესასწავლად, ევროკომისიის მიერ გადმოცემული კითხვარი გაასაჯაროვა.
ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, დადებითად ვაფასებთ ხელისუფლების ამ ნაბიჯს და მივიჩნევთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ეხმარება პროცესი გახდეს ღია, გამჭვირვალე და ინკლუზიური. აქვე გამოვთქვამთ იმედს, რომ ხელისუფლება ასევე გაასაჯაროებს საქართველოს სახელით ევროკომისიაში კითხვარის მიხედვით წარდგენილ პასუხებსაც.
ხელმომწერი ორგანიზაციები: