რეპრესიები კულტურის სფეროში – კულტურის მოთვინიერების მცდელობა

05.05.2022
5 მაისს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ორგანიზებით გაიმართა ფორუმი: „რეპრესიები კულტურის სფეროში – კულტურის მოთვინიერების მცდელობა.“

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ, კულტურის სფეროში განხორციელებულმა რეორგანიზაციამ და მასშტაბურმა ცვლილებებმა საკადრო წმენდის სახე მიიღო, რის ფონზეც სამინისტროს სხვადასხვა საქვეუწყებო დაწესებულებიდან 70-ზე მეტი თანამშრომელია გათავისუფლდა.

ფორუმის მიზანი იყო კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის სივრცის დათმობა სისტემაში არსებული ცენზურისა და პოლიტიკური კონტროლის შესახებ სასაუბროდ.