ღია საზოგადოების ფონდი აცხადებს მიღებას სამუშაო სემინარზე გარემოსდაცვითი სამართლისა და პრაქტიკის შესახებ.
სემინარზე განხილული იქნება საქართველოს გარემოსდაცვითი სამართლის ძირითადი სტანდარტები, საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების პრაქტიკა და ამ სფეროს მნიშვნელოვანი გამოწვევები, რაც დაკავშირებულია საჯარო სიკეთის დაცვის სამართლებრივ და პოლიტიკურ ინსტრუმენტებთან.
სემინარის მონაწილეებს ექნებათ საშუალება, მოუსმინონ და გაეცნონ საქართველოში, გარემოსდაცვითი მოძრაობების მონაწილეთა გამოცდილებას, ჩაებან ინტერაქციული სავარჯიშოებისა თუ იმიტირებული კაზუსების ამოხსნაში. სემინარის ბოლოს მონაწილეებს გადაეცემათ საკითხავი მასალა.
სემინარის დრო და ადგილი: სემინარი ჩატარდება 2022 წლის 28-30 ივნისს, ქალაქ ბათუმში.
ხარჯები: მონაწილეთათვის გათვალისწინებულია მგზავრობის, ცხოვრების, კვებისა და სწავლებასთან დაკავშირებული პირველადი საჭიროებების ხარჯების დაფარვა.
სემინარის ენა: ქართული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სემინარში მონაწილეობა შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს, რომელთაც თეორიული ან პრაქტიკული კავშირი აქვთ, ან ჰქონიათ შეხება გარემოსდაცვით საკითხებთან;
ვინაიდან მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, უპირატესობა მიენიჭებათ უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირებს.
დოკუმენტაცია: დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, წარმოადგინონ:
პროფესიული რეზიუმე (ქართულ ენაზე) სრული საკონტაქტო ინფორმაციის (ტელეფონი, ელ ფოსტა) მითითებით;
არა უმეტეს 150 სიტყვისგან შემდგარი დასაბუთება, სადაც გამოჩნდება თქვენი კავშირი, გამოცდილება და/ან ინტერესი გარემოს დაცვის საკითხებთან მიმართებით.
არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, კანდიდატურა არ განიხილება.
გთხოვთ, საბუთები გამოგზავნოთ ელ ფოსტაზე: marina@csf.ge. სათაურში მიუთითეთ: “გარემოს სკოლა”. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ მიიღება.
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადა: 5 ივნისი, 2022 წელი.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.