სემინარების ციკლი აჭარის, გურიის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებისთვის იგეგმება,
ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება“ ფარგლებში. ინიციატივას ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს გაეროს ასოციაცია ახორციელებენ.
მოწვეული ექსპერტები არიან: ქრისტინე კანდელაკი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი-დან, პროფესიული განათლების სპეციალისტი თეა სიფრაშვილიდა ნინო რევიშვილი პროფესიული უნარების სააგენტო-დან.