30 ივნისს ოთხი რეგიონის – ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, გურია და აჭარა, პროფესიული სასწავლებლების 46 წარმომადგენლისთვის ინტერაქციული სემინარი „ მარკეტინგი და მარკეტინგული კომუნიკაცია“ ჩატარდა.
28, 29 ივნისს პროფესიულ სასწავლებლებს შორის ჰორიზონტალური კავშირების გაძლიერების და გამოცდილების გაზიარების მიზნით, პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები ეწვივნენ გურიისა და აჭარის პროფესიულ სასწავლებლებს: კოლეჯი „ჰორიზონტი“, კოლეჯი „ახალი ტალღა“ და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია.
პროფესიულ სასწავლებლებს მნიშვნელოვანი როლი შეაქვთ ახალგაზრდების დასაქმების უნარიანობის გაზრდაში და შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და მიწოდებას შორის დისბალანსის შემცირებაში. პროფესიული განათლება რეალურ ცხოვრებისეულ პრობლემებს ეხმიანება და არის დასაქმების უმოკლესი გზა. სწავლის დროს სამუშაო გამოცდილების მიღება ზრდის დასაქმების შესაძლებლობებს.
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი „ ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება (LINKS)“ ეხმარება პროფესიულ სასწავლებლებს სწავლების ეფექტურობის გაზრდაში ახალი სასწავლო მასალებით, ადამიანური რესურსის გაძლიერებითა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობების შექმნით.
პარტნიორი ორგანიზაციები: