ტენდერი ცხადდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება” (LINKS) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციისა (UNAG) და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) მიერ საქართველოს ოთხ რეგიონში: აჭარა, გურია, ქვემო ქართლი და შიდა ქართლი. პროექტის მიზანია: დასაქმების ხელშემწყობი პლატფორმებისა და რესურსების უზრუნველყოფა, ცოდნისა და უნარების განვითარება და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის გაზრდა, დასაქმების შესაძლებლობების გაფართოება ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გზით.
საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF) ზემოთ აღნიშნული პროექტის ფარგლებში გეგმავს ღონისძიებებს – გაცვლით ვიზიტებს ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის პროფესიულ სასწავლებლებში 2022 წლის ნოემბერში და აცხადებს ტენდერს სასტუმროს მომსახურების შესაძენად. სემინარის დღეების რაოდენობა – 2, სასტუმროში სტუმრების განთავსება – 2 ღამე, მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა: 20-35 სტუმარი.
ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი სახის მომსახურება თბილისში ან მის გარეუბანში:
გადახდის ფორმა: უნაღდო ანგარიშსწორება ორ ეტაპად ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების საფუძველზე. პირველ ეტაპზე გადაირიცხება ავანსის სახით არაუმეტეს 30%-ისა, ხოლო მეორე ეტაპის გადარიცხვა მოხდება მომსახურების მიღების შემდეგ.
ევროკავშირის პროექტის ბიუჯეტით გათვალისწინებული აქტივობების ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა გათავისუფლებულია დღგ-საგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-5 ნაწილით. შესაბამისად, აღნიშნული ტენდერის ფარგლებში მოთხოვნილი სასტუმროს/საკონფერენციო მომსახურების თანხა გათავისუფლებულია დღგ-ს გადასახადისგან და არ უნდა მოიცავდეს დღგ-ს.
სატენდერო წინადადებაში გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოში კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით არსებული რეკომენდაციები და რეგულაციები.
შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება განმცხადებლის მიერ შემოთავაზებული მომსახურების ღირებულებასა და ხარისხს და განმცხადებლის გამოცდილებას.
სატენდერო მოთხოვნები:
დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ხარჯთაღრიცხვა (მიუთითეთ ვალუტა და ფასი დღგ-ს გარეშე):
ტენდერის ფარგლებში განსახილველი მასალა/განაცხადები უნდა გამოგზავნოთ მეილზე – nini@csf.ge 2022 წლის 31 ოქტომბრის 17:00-მდე. გთხოვთ, მოითხოვოთ მეილის მიღების დადასტურება.
გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ “ტენდერი სასტუმროს/საკონფერენციო მომსახურებაზე”.
საკონტაქტო პირი: ნინი ბერიშვილი, nini@csf.ge 595 55 10 00
ტენდერი ცხადდება საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მიერ პროექტის “ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით. ტენდერის ჩატარებაზე, სატენდერო ტექსტის შინაარსზე და შერჩევის პროცესზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.