ახალგაზრდების გაძლიერება სამცხე-ჯავახეთში

20.10.2022

12-13 ოქტომბერს, ღია საზოგადოების ფონდის წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთში ახალგაზრდული სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ვიზიტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაციის „ტოლერანტიპროექტის – „ახალგაზრდული სათემო ორგანიზაციების გაძლიერება ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში’’ ფარგლებში განხორციელდა.

პროექტის მთავარი ამოცანაა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ცენტრს მოწყვეტილ სასოფლო თემებში მოქმედი ახალგაზრდული სათემო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება და მხარდაჭერა. შესაბამისად, პროექტის ყველა აქტივობა ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობისკენ, ცნობიერების ამაღლებისა და ადვოკატირების უნარების განვითარებისკენ არის მიმართული.

ამ დრომდე, ფონდის დახმარებით ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ექვს სოფელში სათემო ცენტრები დაფუძნდა, ბიბლიოთეკა შეივსო წიგნებით და სხვა საჭირო რესურსით, დაწესდა მცირე გრანტები ადგილობრივი პრობლემების დასაძლევად, რომელშიც სხვა სოფლებიც ახალგაზრდებიც ჩაერთნენ. პროექტის ფარგლებში ადვოკატირების კონკრეტული კამპანიაც დაფინანსდება, რომელიც სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების რეალურ საჭიროებებს უპასუხებს.

სიახლეები

მულტიმედია