უსახლკარო: ჭერის და სამართლის ძიებაში

28.11.2022

რადიო თავისუფლება, ანანო ცინცაბაძესთან, ერთად გაეცნო თბილისში უსახლკარობის მასშტაბებს და სახელმწიფო პოლიტიკას ადამიანების მიმართ, რომლებსაც საკუთარი სახლი არ გააჩნიათ.

უსახლკაროს განმარტებისას სახელმწიფო ვარაუდობს, რომ ამ ადამიანის არც გარშემომყოფ პირებს, არც ნათესავებს არ უნდა ჰქონდეთ რაიმე რეგისტრირებული საკუთრება. წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო უარს ამბობს ვალდებულებაზე ამ ადამიანის წინაშე – ანანო ცინცაბაძე

უსახლკარობა შეიძლება გახდეს ყველას ბედი ჩემიც, თქვენიც, ყველასი! და რატო შეიძლება გახდეს? აი ამ ჩავარდნების გამო… რაღაც გაგებით სადღაც თუ გადავრჩით და გაგვიმართლა და ცოტა წინ მივდივართ ცხოვრებაში ეს ჩვენს ქვეყანაში არ არის გარანტირებული ეს არ არის მდგრადი შედეგი. თუ თქვენ გაქვთ სამსახური დღეს, ხვალ ამის გარანტია არ გაქვთ, რომ ის ისევ გექნებათ – ანანო ცინცაბაძე, მონაწილეობითი დემოკრატიის პროგრამა