დასაქმებულთა შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების ეფექტიანი დაცვა მრავალი წელი მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო საქართველოში. თუმცა ბოლო ათი წლის განმავლობაში არსებობდა პოლიტიკური კონსენსუსი იმის შესახებ, რომ შრომის ინსპექტირების ქმედითი სისტემა აუცილებელია შრომის კანონმდებლობის ეფექტიანი მოქმედების უზრუნველსაყოფად. ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმება (2014-2017) მნიშვნელოვანი კატალიზატორი იყო შრომის ინსპექციის აღდგენისთვის 2015 წელს, მისი გაუქმებიდან თითქმის ათი წლის შემდეგ. შრომის ინსპექციის ამჟამინდელი მოდელი მოიცავს შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების საკითხებზე ზედამხედველობას. შრომითი უფლებების გათვალისწინება 2020 წლის შრომითი რეფორმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა.
ავტორები:
თათული ჭუბაბრია, ეკა მამალაძე
სოციალური სამართლიანობის ცენტრის სახელით