ევროკავშირი-საქართველოს 2021-2027 წლების ასოცირების დღის წესრიგის პრიორიტეტები წინა დღის წესრიგთან შედარებით მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად საჯარო მმართველობის რეფორმა რჩება. საქართველომ აიღო ვალდებულება, 2021-2027 წლებში გააძლიეროს საჯარო მმართველობა, კერძოდ, “ხელი შეუწყოს ანგარიშვალდებული, ეფექტიანი, ეფექტური, ღია და გამჭვირვალე მმართველობის
დამკვიდრებას, შექმნას დამსახურებაზე დაფუძნებული და პროფესიული საჯარო სამსახური, უზრუნველყოს ხარისხიანი საჯარო მომსახურება და ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობა“.
ავტორი:
ხატია ნიკოლაიშვილი,
მმართველობის მონიტორინგის ცენტრის სახელით