ანტრეპრენერობა – ახალი ინტერაქციული სახელმძღვანელო

31.03.2023

ავტორი: ნინო ანდრიაძე

თანაავტორები:
ელენე ჯღარკავა;
ეკატერინე ბაბუნაშვილი;
ნონა ზუბიტაშვილი;
მარიკა ზაქარეიშვილი;
სურია კუმარი;
შოთა მურცხვალაძე

ეს სახელმძღვანელო შეიქმნა პროექტის „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება“ (LINKS) ფარგლებში. LINKS ევროკავშირის დაფინანსებით საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) მიერ ხორციელდება. პროექტის მიზანია: დასაქმების ხელშემწყობი პლატფორმებისა და რესურსების უზრუნველყოფა, ცოდნისა და უნარების განვითარება და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის გაზრდა განათლებაზე ხელმისაწვდომობის გზით.

ანტრეპრენერობის სახელმძღვანელო რეკომენდებულია პროფესიულ სასწავლებლებში მეწარმეობის სასწავლებლად.

სახელძღვანელო ინტერაქციული მულტიმედია ფორმატისაა და აერთიანებს ტექსტს, ვიდეო და აუდიო მასალებს და უფასოდ ვრცელდება პროფესიული განათლების უნარების სააგენტოს და განათლების და ანტრეპრენერებს მომავლის შესაძლებლობების შემჩნევისა და გამოყენების, პრობლემების ინოვაციურად გადაჭრისა და იდეების განხორციელების უნარები წარმატების მიღწევაში ეხმარება. ამ სახელმძღვანელოს მთავარი მიზანიც სწორედ ამ უნარების განვითარებაა.

მართალია, ანტრეპრენერის თავგადასავლებით სავსე ცხოვრება ყველასთვის არაა, მაგრამ წარმატებისთვის პირად ცხოვრებაში, საკუთარ საქმესა თუ კორპორაციულ კარიერაში სამეწარმეო უნარები ყველას სჭირდება. რა ასაკისა და პროფესიისაც არ უნდა იყოთ, სამეწარმეო უნარები საკუთარი თავის პოვნასა და თვითრეალიზაციაში ძალიან დაგეხმარებათ.

გარდა ამისა, სახელმძღვანელო წარმოდგენას შეგიქმნით ანტრეპრენერის საქმიანობის შესახებ, დაგანახებთ მის წინაშე არსებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს და დაგეხმარებათ პირველი ნაბიჯების გადადგმაში.

ჩვენი სურვილია, ბიზნეს იდეის შემუშავებისა და წამოწყების ყველაზე თანამედროვე და ინოვაციური მეთოდების, პრაქტიკული გზამკვლევებისა და სავარჯიშოების, ქართველი და უცხოელი მეწარმეების გამოცდილების გაზიარებით აგიმაღლოთ შემოქმედებითი თავდაჯერება და დაგარწმუნოთ, რომ ეს თქვენც შეგიძლიათ.