რა ეტაპზეა საქართველო ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე

03.02.2023

ფორმულაზე, კომენტარის ეთერში გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებას ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე აკეთებს

“ეს დოკუმენტი ზოგადად აფასებს თავების მიხედვით სულ 33-35 თავია. არის შეფასებები თითოეული თავის მიხედვით. ბუნებრივია არის სფეროები სადაც საქართველოში პროგრესი ნათელია და წინ არის. ნამდვილად კარგი დოკუმენტია შეფასების თვალსაზრისით, თუმცა ჩვენ არ უნდა აურიოთ ეს მეორე მნიშვნელოვან პროცესთან რაც უკავშირდება კანდიდატის სტატუსს. ეს დოკუმენტი არამც და არამც არ განსაზღვრავს პირდაპირ კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ მინიჭების პირობებს. ის იქნება კიდევ სხვა დოკუმენტი რომელზედაც მუშაობას ევროკავშირი გაზაფხულიდან დაიწყებს და სავარაუდოთ ოქტომბერში დაასრულებს, გამოაქვეყვებს და სწორედ ის შეაფასებს მერე 12 რეკომენდაციის შესრულების ნაწილს. მინდა გითხრათ, რომ 12 რეკომენდაციის თავი – N24 თავი ამ დოკუმენტში არ შედის და ნათქვამიც არის დოკუმენტში, რომ ის ცალკე შეფასდება მერე უკვე მოგვიანებით. მოკლედ, რომ ვთქვა ეს დოკუმენტი კარგია აჩვენებს იმას, რომ საქართველო გარკვეული მიმართულებებით სწორ გზაზე იდგა და დგას, მაგრამ რაც შეეხებება კანდიდატის სტატუსის მინიჭესის საკითხს ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი”