ეთნიკური უმცირესობები სოციალურად უფრო გარიყულები არიან:
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ხელი არ მიუწვდებათ ხარისხიან განათლებაზე, ჯანდაცვასა და სახელმწიფო სერვისებზე. ასეთ სოციალურ და ეკონომიკურ გარიყულობასთან გამკლავება შესაძლებელია მხოლოდ კომპლექსური სახელმწიფო პოლიტიკით, რომელიც დაბალი ჩართულობისა და სიღარიბის სხვადასხვა გამოწვევას უპასუხებს.
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სოციალური და ეკონომიკური გარიყულობის სხვა მაჩვენებლებსა და შესაბამის რეკომენდაციებს უფრო ვრცლად გაეცნობით უახლეს კვლევასა და პოლიტიკის დოკუმენტებში, რომლებიც „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტისა“ (ISSA) და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ, „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში მომზადდა. კვლევა ხელმისაწვდომია ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.