ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სოციალური ექსკლუზიის (გარიყვის) კვლევა – ქართულ ენაზე

25.04.2023

ეთნიკური უმცირესობები სოციალურად უფრო გარიყულები არიან:

  • 68%-ს საშუალოზე დაბალი შემოსავალი აქვს
  • 57% ინფორმირებულიც კი არ არის ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის შესახებ
  • 17% არ სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით
  • 2-ჯერ უფრო ნაკლებად იღებენ სრულ ზოგად ან უმაღლეს/ტექნიკურ განათლებას, მთლიან მოსახლეობასთან შედარებით
  • 84%-ს არ შეუძლია ქართული ტექსტის შინაარსის გაგება

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ხელი არ მიუწვდებათ ხარისხიან განათლებაზე, ჯანდაცვასა და სახელმწიფო სერვისებზე. ასეთ სოციალურ და ეკონომიკურ გარიყულობასთან გამკლავება შესაძლებელია მხოლოდ კომპლექსური სახელმწიფო პოლიტიკით, რომელიც დაბალი ჩართულობისა და სიღარიბის სხვადასხვა გამოწვევას უპასუხებს.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სოციალური და ეკონომიკური გარიყულობის სხვა მაჩვენებლებსა და შესაბამის რეკომენდაციებს უფრო ვრცლად გაეცნობით უახლეს კვლევასა და პოლიტიკის დოკუმენტებში, რომლებიც „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტისა“ (ISSA) და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ, „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში მომზადდა. კვლევა ხელმისაწვდომია ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.