ჯანსაღი თვითმმართველობა ნიშნავს პასუხისმგებლიან სტუდენტს, რომელიც აქტიურად არის ჩართული როგორც სტუდენტების უფლებების დაცვაში, ისე უნივერსიტეტის შიდა საქმეების მართვა-გამგეობაში, სტუდენტებსა და ადმინისტრაციას შორის ურთიერთობის გამარტივებაში.
ხშირად, სტუდენტური თვითმმართველოებები მმართველი პარტიის დაქვემდებარებაში მყოფ რგოლად მოიაზრებიან.
ამ ტენდენციის შეცვლასა და დამოუკიდებელი ორგანოების შექმნაზე, არსებულ ხარვეზებსა თუ რეპუტაციაზე საუბრობენ გადაცემაში „მრავალწერტილი“, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „წერტილის“ საავტორო ეპიზოდია და რომელიც „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით მზადდება. „წერტილის“ მიზანია, რომ სტუდენტების ხმა და საინიციატივო ჯგუფების მიზნები/ხედვები მეტად გაჟღერდეს სოციალურ მედიაში, რაც ევროპული მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.