საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი კონკურსს აცხადებს

დასრულებული

ღია საზოგადოების ფონდი USAID/IREX მედიაპროგრამასთან ერთად აცხადებს კონკურსს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ადვოკატირების ონლაინ კამპანიაზე, რომლის მიზანია გაზარდოს ახალგაზრდა თაობის ცოდნა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის საზოგადოებრივი როლის შესახებ. სასურველია, კამპანიამ აჩვენოს, როგორ განსხვავდება გამოხატვის თავისუფლების დაცვა დემოკრატიულ და ავტორიტარულ ქვეყნებში.

კამპანიის სამიზნე აუდიტორიად მოიაზრება 18-25 წლის ახალგაზრდები დედაქალაქსა თუ რეგიონებში, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში. ონლაინ კამპანია წარიმართება სოციალურ ქსელებსა და ციფრულ პლატფორმებზე სამ ენაზე, ქართულად, აზერბაიჯანულად და სომხურად.  გავრცელების არხებს არჩევს თავად აპლიკანტი სამიზნე აუდიტორიის გათვალისწინებით. ფონდის მედიაპროგრამა იტოვებს უფლებას, დააზუსტოს ან აპლიკანტთან  შეათანხმოს ადვოკატირების კონკრეტული თემები.

მიუხედავად იმისა, რომ გამოხატვის თავისუფლება დაცულია საქართველოს კანონმდებლობით, არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია მიუთითებს, რომ როგორც სიტყვის, ასევე გამოხატვის თავისუფლებას სულ უფრო და უფრო მეტი საფრთხე ექმნება საქართველოში. ეს ეხება, არა მხოლოდ მედიას, არამედ ცალკეულ მოქალაქეებსა და აქტივისტთა ჯგუფებსაც.

საკონკურსო პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტი შეადგენს 20 000 აშშ დოლარს. კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება ერთი პროექტი, რომელიც უნდა მოიცავდეს კამპანიის ჩამოყალიბებულ სტრატეგიას და დროში გაწერილ გეგმას, შესაბამისი ვიზუალური კონტენტის და მისი ციფრული არხებით გავრცელების აღწერას. მისასალმებელია მჭიდრო თანამშრომლობა აქტიურ ახალგაზრდულ ჯგუფებთან ან სათემო ორგანიზაციებთან.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში  განაცხადები მიიღება  საქართველოში მომუშავე კომუნიკაციების/მარკეტინგული კომპანიებისგან, რომლებსაც აქვთ სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის გამოცდილება.

პროექტის სავარუდო ხანგრძლივობა: 14 კვირა

საკონსულტაციო შეხვედრა: კონკურსის შესახებ საკონსულტაციო ონლაინ შეხვედრას ღია საზოგადოების ფონდის მედიაპროგრამა ჩაატარებს 26 და 27 ივლისს, 11:00 სთ-ზე. მონაწილეობის მსურველები დაუკავშირდით ირინე ჯავახიძეს irinaj@csf.ge  არაუგვიანეს 25 ივლისის 18:00 საათისა.

განაცხადების მიღება: კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ,  გამოაგზავნოთ შევსებული განაცხადი ელექტრონულ მისამართზე: media@csf.ge და იმავე განაცხადის ელექტრონული ვერსია ატვირთოთ ფონდის საიტზე https://csf.ge/grants/apply/ მედიის მხარდაჭერის პროგრამა

განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის  7 აგვისტო,  15:00 საათი

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ  ფონდი დაუკავშირდება მხოლოდ გამარჯვებულ კანდიდატს.

საკონკურსო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით: შერჩეული საკითხების აქტუალურობა, სამიზნე აუდიტორიაზე წვდომა, ბიუჯეტის ეფექტურობა, ორგანიზაციის შესაძლებლობები.