საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF) აცხადებს კონკურსს მედიის წარმომადგენლებისთვის. კონკურსი გამოავლენს სამ საუკეთესო მედიაპროდუქტს, რომელიც ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებულ საკითხებს აშუქებს.
ჟურნალისტებისთვის ეს შესაძლებლობა ხელმისაწვდომია პროექტის „სამოქალაქო საზოგადოებისა და პროფესიული ორგანიზაციების გაძლიერება საქართველოში უსაფრთხო, დაცული და ანგარიშვალდებული საზოგადოების უზრუნველყოფის მიზნით“ (CPR) ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება [1]. კონკურსი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს მედიაში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებული საკითხების ეთიკურ გაშუქებას.
განაცხადები უნდა აკმაყოფილებდეს შერჩევის კრიტერიუმებს:
ა) მედიაპროდუქტი გამოქვეყნებული უნდა იყო 2023 წლის 30 ნოემბრამდე
ბ) მედიაპროდუქტი ეთიკურად უნდა აშუქებდეს ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების /დანაშაულის პრევენციასთან დაკავშირებულ საკითხებს და უნდა შეესაბამებოდეს თანდართულ სახელმძღვანელოს “ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებული საკითხების ეთიკური გაშუქება მედიაში”
დ) გამარჯვებულების შერჩევისას, გათვალისწინებული იქნება მედიაპროდუქტში წარმოჩენილი/განხილული რეგიონებისა და ბენეფიციარების მრავალფეროვნება.
მედიის წარმომადგენლების, სფეროს აქტივისტებისა და ნარკოპოლიტიკის ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური გამოავლენს სამ გამარჯვებულს, რომლებიც დიპლომებს მიიღებენ და პრიზებით დასაჩუქრდებიან.
განაცხადების მიღება:
მსურველებმა შევსებული განაცხადი, თანდართული ფორმის მიხედვით, უნდა გამოგზავნონ ელ-ფოსტის მისამართზე: eucompetition@csf.ge
გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ: კონკურსი მედია EU-OSGF 2023
განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 3 დეკემბერი, 24:00 საათი
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღია საზოგადოების ფონდი მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება.
[1] კონკურსის ჩატარებაზე, საკონკურსო ტექსტის შინაარსსა და შერჩევის პროცესზე სრულად პასუხისმგებელია „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.