ჩვენი გუნდი

ქეთი ხუციშვილი

დირექტორი

ქეთი ხუციშვილი ფონდს 2008 წლიდან ხელმძღვანელობს.

განათლებით აღმოსავლეთმცოდნე-ინდოლოგი, 90-იანი წლების დასაწყისში აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში მუშაობდა და სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა. 1994-2001 წლებში მუშაობდა საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტში (National Democratic Institute) – თავდაპირველად თბილისში, ადგილობრივი კონსულტანტის, მოგვიანებით კი კიევში, პროგრამის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. 2002-2007 წლებში იყო დირექტორი ევრაზიის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობისა, რომელიც ხელს უწყობდა ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი მედიისა და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას.

ხატია ჯინჯიხაძე

დირექტორის მოადგილე / მედიის მხარდაჭერის პროგრამის მენეჯერი

ხატია ჯინჯიხაძე საქართველოს ღია საზოგადოების ფონდს (OSGF) 2009 წელს შეუერთდა და ამჟამად ის სამოქალაქო საზოგადოების ფონდის (ყოფილი OSGF) დირექტორის მოადგილე და მედიისა და კომუნიკაციების პროგრამის მენეჯერია. 15 წელზე მეტია, ფონდის მედიის მხარდაჭერის პროგრამა მხარს უჭერს დამოუკიდებელ მედია საშუალებებს საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების თემებში. პროგრამის მიზანია, მედიის სფეროში განვითარდნენ სიცოცხლისუნარიანი ორგანიზაციები, რომლებიც საზოგადოების ინტერესის შესაბამის ხარისხიან შინაარსს შექმნიან. მედიის ადვოკატირების კოალიციის ფარგლებში, ხატია მედიის კანონმდებლობის გაუმჯობესებისთვისა და ჟურნალისტების უფლებების დასაცავად მუშაობს.  2000-2009 წლებში ის მუშაობდა აშშ-ის საელჩოში თბილისში, აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებულ მედიის მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში.

ვანო ჩხიკვაძე

ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი

ვანო ჩხიკვაძე ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამას 2014 წლიდან ხელმძღვანელობს. ამასთან, ის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მიწვეული ლექტორია.

სხვადასხვა პერიოდში, მუშაობდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობაში, გერმანულ ანალიტიკურ ცენტში „ევროპის სტაბილურობის ინიციატივა”, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში.

გიორგი ჩიტიძე

ადამიანის უფლებების პროგრამის მენეჯერი

გიორგი ჩიტიძე ფონდს 2015 წლიდან შემოუერთდა. ადამიანის უფლებების პროგრამის ხელმძღვანელობასთან ერთად, იგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლის კონსტიტუციურ სამართალს, ადამიანის უფლებების სამართალს, საჯარო სამართალსა და საკონსტიტუციო სამართალწარმოებას. სხვადასხვა დროს, ასწავლიდა საქართველოს უნივერსიტეტში, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. გიორგი არის სამეცნიერო ჟურნალ „საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვის“ მთავარი რედაქტორი. წლების განმავლობაში, იგი მუშაობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მოწვეულ სპეციალისტად, სამართლებრივ კონსულტანტად, უფროს და მთავარ მრჩევლად.

ნინო კიკნაველიძე

ეროვნული ინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი

ნინო კიკნაველიძე ფონდის გუნდის წევრია 1996 წლიდან. სხვადასხვა წლებში, იგი იყო ფონდის მთავარი ბუღალტერი, ფინანსური მენეჯერი. 2007 წლიდან, ის მუშაობდა პროგრამულ ნაწილში –  სამოქალაქო განათლების, კულტურის, უმაღლესი განათლების პროგრამების კოორდინატორად. აქვს ევროკავშირის პროექტების მართვის გამოცდილება. ამასთან, იგი ”ფონდი ტასოს” გამგეობის წევრია.

ნინოს გავლილი აქვს 20-ზე მეტი ტრენინგი ფინანსებში და არასამთავრობო ორგანიზაციათა მართვის საკითხებში. გამოქვეყნებული აქვს სტატიები აგრობიზნესის ეკონომიკისა და მართვის სფეროებში. 

ირმა ხაბაზი

CPR პროექტის მენეჯერი

ირმა ხაბაზი ფონდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამას 2010 წლიდან უძღვებოდა. ამჟამად ის ხელმძღვანელობს CPR პროექტს – „ზრუნვა, პრევენცია, უფლებები“, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

ფონდში საქმიანობის დაწყებამდე, ირმა 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ჯანდაცვის ადმინისტრირებისა და ინფექციური დაავადებების სფეროში.

სხვადასხვა სფეროში (კლინიკური პრაქტიკა, კვლევა, საგანმანათლებლო სისტემა, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები) მუშაობამ ირმა ხაბაზს საშუალება მისცა, მჭიდრო ურთიერთობა ჰქონოდა სხვადასხვა თაობის, განსხვავებული გამოცდილებისა და ღირებულებების ადამიანებთან, გაეცნო მათი საჭიროებები და პრობლემები და მონაწილეობა მიეღო გარდამავალი პერიოდის გამოწვევების გადაწყვეტაში.