უკვე რამდენიმე კვირაა არ წყდება ხელისუფლების ოპონენტებზე და აქტივისტებზე ფიზიკური თავდასხმები, რაც “ქართული ოცნების” მიერ არის მართული. ხელისუფლება ვეღარ ახერხებს ქართველი ხალხის პროპაგანდით დამორჩილებას და, ხალხზე გაბრაზებული, მათ ფიზიკურად უსწორდება.
უკვე მეორე თვეა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები ძალადობას ახალისებენ საჯარო განცხადებებით, მათზე დაქვემდებარებული არაფორმალური ჯგუფები კი ურეკავენ, აგინებენ, ემუქრებიან, ოფისებს და საცხოვრისებს ამახინჯებენ და ჩვენს მოქალაქეებზე ძალადობენ. ნიშანდობლივია, რომ ამ საქმეებს არავინ იძიებს; სამართალდამცავმა ორგანოებმა დაკარგეს მათი კონსტიტუციური ფუნქცია და ხელისუფლების ხელში პოლიტიკური რეპრესიების ინსტრუმენტად იქცნენ.
გუშინ კიდევ ერთი ასეთი ფაქტის მომსწრე გავხდით: პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სახელობითად მოიხსენია ზუკა ბერძენიშვილი თავის განცხადებაში და ერთ საათში აქტივისტს ფიზიკურად თავს დაესხნენ.
ჩვენ ვგმობთ ძალადობის ყველა ფაქტს, რომელსაც ხელისუფლება ჩადის ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ვახდენთ მათ დოკუმენტირებას და გვწამს, რომ არც თუ შორია დრო, როდესაც ამ ფაქტებზე სამართლიანი გამოძიება ჩატარდება და ძალადობის დამკვეთები და შემსრულებლები დაისჯებიან.
ხელისუფლებას თავად არის ამ ძალადობის დამკვეთი. ოლიგარქის რეჟიმი საერთო ენას ვეღარ პოულობს მოქალაქეებთან და ძალადობით ცდილობს საკუთარი სისუსტის გადაფარვას.
ხელმომწერი ორგანიზაციები: