ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ არაფორმალური სადამსჯელო დაჯგუფებების მიერ თავდასხმის ფაქტების შესახებ. არაფორმალური სადამსჯელო დაჯგუფებები განსხვავებული აზრის მიმართ ტერორის სახელმწიფო მექანიზმის ერთ-ერთი იარაღია.
ეს არის ტაქტიკა, რომელშიც მონაწილეობენ სახელმწიფო ოფიციალური ინსტიტუტებისა და მაღალი თანამდებობის მქონე პირების მიერ წახალისებული არაფორმალური სადამსჯელო დაჯგუფებები, რომელთა მიზანიც არის ძალადობა, დაშინება საპროტესტო მოძრაობების მხარდამჭერებისა თუ ჟურნალისტების მიმართ. მეტიც, ასეთი ფაქტების სიმრავლე და პოლიციის სრული უმოქმედობა მიუთითებს, რომ დანაშაულის პრევენციის, აღკვეთისა და რეაგირებაზე უფლებამოსილი პირების მხრიდან არსებობს წინასწარი თანხმობა სადამსჯელო დაჯგუფებების მიერ დანაშაულის განხორციელებაზე.
ამ ტაქტიკას პირველად 2024 წელს აპრილ-მაისის აქციების დარბევების დროსაც ჰქონდა ადგილი, რაც, როგორც ქცევის მოდელი, „ტიტუშკების რეიდად“ შეფასდა.1 2024 წლის აპრილ-მაისში, „რუსული კანონის“ წინააღმდეგ აქციების დროს, უცნობი პირები ხვდებოდნენ აქციის მონაწილეებს, ორგანიზატორებს და მათი ოჯახის წევრებს სახლებთან ან ქუჩაში, სადაც მათ სასტიკად უსწორდებოდნენ, რასაც ასევე არ მოჰყოლია არანაირი რეაგირება სამართალდამცავი უწყებებისგან,2 რამაც კიდევ უფრო წააქეზა და განავრცო ძალადობის ფარგლები. სადამსჯელო დაჯგუფებების ძალადობას ადგილი ჰქონდა, ასევე, არჩევნებთან დაკავშირებით გამართულ პროტესტებზე.3
2024 წლის 28 ნოემბრიდან, ტერორის სახელმწიფო მექანიზმის არაფორმალური სადამსჯელო დაჯგუფებების ინტერესს შემდეგი პირები წარმოადგენენ:
სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის კარგად არის ცნობილი, თუ ვინ არიან სადამსჯელო დაჯგუფების წევრები. ეს ცხადადაა ცნობილი ღია წყაროებში არსებულ მასალებში, მაგალითად, ზოგჯერ ჩანს თავდამსხმელთა სახეები.17 თუმცა, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ, მაშინ, როდესაც საპატრულო ეკიპაჟს შეეძლო რეალურ დროში აღეკვეთა ძალადობა, ან მოეხდინა მასზე რეაგირება, საჯარო წყაროები მიუთითებს სრულ ინდიფერენტულობასა და უმოქმედობაზე.18
ეს ყოველივე, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, უთითებს, რომ არაფორმალური სადამსჯელო დაჯგუფებები სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მაღალი თანამდებობის მქონე პირების ხელშეწყობით / მათი თანხმობით მოქმედებენ აქციის მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლების ტერორის მიზნით.
—-
1 საია, საქართველო: ადამიანის უფლებები რუსული კანონის პირისპირ, ადამიანის უფლებათა მდგომარეობა უცხოური გავლენის გამჭირვალობის კანონპროექტის რეინიციირებიდან 60 დღის განმავლობაში, 2024, 9, ხელმისაწვდომია: https://admin.gyla.ge/uploads_script/publications/pdf/%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%20%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0.pdf_01722589845.pdf, [08.12.2024].
2 იქვე.
3 საზოგადოებრივი მაუწყებელი, აქცია ცესკო-ს თავმჯდომარის სახლთან, 16.11.2024, ხელმისაწვდომია: https://1tv.ge/video/aqcia-cesko-s-tavmjdomaris-sakhltan/, [08.12.2024].
4 გელა ხასიას სახლთან დახვდნენ. 2.12.24, https://www.facebook.com/mariam.shushania.1/posts/pfbid034PpzxMw6XJU3gZBXU9iCSaMjcYjjvBndtrPjwMSMmE6FktnPHX1Ka6eQH5MKfmgGl
5 იხ. ტვ პირველის სიუჟეტი https://www.youtube.com/watch?v=pW8QBvpM4dU
6 ,,ქორთიარდ მარიოტთან“ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. https://www.youtube.com/watch?v=4B2IXUzAVW8 7 საია ეხმიანება „პუბლიკას” ჟურნალისტის, მინდია გაბაძეზე თავდასხმის ფაქტს, 06.12.2024, https://www.facebook.com/photo/?fbid=997707765734579&set=a.485094683662559
8 ‼️ სანაპიროზე მყოფ აქციის მონაწილეებს იარაღიანი “ტიტუშკები” მიუგზავნეს https://www.facebook.com/watch/?v=1086442272746708
9 იხ: საია – ს განცხადება „ლეგიტიმური პოტესტის მე-9 ღამეს აქციის დარბევა საპოლიციო ტერორის ახალ ეტაპზე გადავიდა“ 07.12.24. https://gyla.ge/post/protesti-me9-game-darebav-gyla
10 იხ. ტვ პირველის პირდაპირი ეთერი, 07.12.2024, 22:10
11 მთავარი არხის ფეისბუქ გვერდი, 07.12.2024, https://www.facebook.com/TvMtavari/videos/594925579675717;
12 მთავარი არხის ფეისბუქ გვერდი, 08.12.2024, https://www.facebook.com/photo/?fbid=978915494291121&set=a.628036179379056,
13 პირდაპირ ეთერში გადამღებ ჯგუფს ნიღბიანი ადამიანი მიუახლოვდა და ოპერატორისთვის კამერის წართმევას ცდილობდა, ამ დროს მაკა ჩიხლაძეს უკნიდან ასევე ნიღბიანი პირი მიუახლოვდა და ძირს დააგდო, ფიზიკურად გაუსწორდნენ ოპერატორს. https://1tv.ge/news/telekompania-tv-pirvelis-gadamgheb-jgufs-pirdapir-etershi-daeskhnen-tavs-video/?fbclid=IwY2xjawHCaPNleHRuA2FlbQIxMQABHYDd5ODzxfGKqeD9MnRMOtkrTycKWtiCTHIPJRwxv7PXlXI8JJyAj3mhkw_aem_AbU71sKmvbo20XD1oEgLSw
14 ტიტუშკები „ტვ პირველის” ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ. https://www.facebook.com/reel/1143698633979632
15 იხ. ფეისბუქ პოსტი, https://www.facebook.com/mariam.gogiashvili.16/posts/pfbid02WCmvaCTmzcHnUTg12zDA753UGQuLPMszBcdZYA5Fn7tX9UzkEWecDTu2rxaK8LTil
16 იხ: რადიო თავისუფლება: ერთი და იგივე ჯგუფი თავს დაესხა „ტვ პირველის” ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს და კოალიცია „ცვლილებების” ოფისს. https://www.instagram.com/p/DDSsyHky20r/
17 იხ: საია – ს განცხადება „ლეგიტიმური პოტესტის მე-9 ღამეს აქციის დარბევა საპოლიციო ტერორის ახალ ეტაპზე გადავიდა“ 07.12.24. https://gyla.ge/post/protesti-me9-game-darebav-gyla
18. “ბიტა უჭირავს და აცილებს” – როგორ (არ)მოქმედებს პოლიცია ნიღბიანი ბანდების წინააღმდეგ. https://www.facebook.com/reel/964512905732781 ; „უყურებდი, 30 კაცი დუბინკით როგორ მცემდა მარტოს, უყურებდი“ — გიორგი მახარაძის მიმართვა პოლიციელს https://www.facebook.com/reel/500573012333067