ინკლუზიური სპექტაკლი ფონდის მხარდაჭერით შედგა

12.02.2025

ინკლუზიური ნამუშევრის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია საზოგადოებაში შშმ  პირების შესაძლებლობების მიმართ არსებული არასწორი წარმოდგენებისა და სტიგმის დასაძლევად. 

ფონდის ხელშეწყობით, სპექტაკლში მონაწილეობისთვის სათანადოდ გადამზადდნენ აუტისტური სპექტრის, მეტყველების განვითარების დარღვევის, დისლექსიის, დისგრაფიის, დისპრაქსიის მქონე ახალგაზრდები, რომლებიც მსგავს პროექტებში ნაკლებად ერთვებიან ხოლმე. მათთან სპეციალისტები მუშაობდნენ ისეთი უნარების გაუმჯობესებაზე, როგორიცაა ტექსტის დასწავლა, სინქრონული მოძრაობები, გუნდური მუშაობა… შედეგად, ახალგაზრდებმა გაიუმჯობესეს ლიტერატურული მასალის კითხვისა და ანალიზის უნარი, დრამატული ნაწარმოების აღქმისა და პერსონაჟის ხასიათის გაცნობის უნარი, დახვეწეს სასცენო მეტყველება და ა.შ.

ინკლუზიური სათეატრო ნამუშევარი შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისა და პროფესიონალი მსახიობების ერთობლივი მუშაობით შედგა. სპექტაკლის „უცნაური ქალბატონი სევიჯი“ ნახვა თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში იქნება შესაძლებელი.