ანტიკორუფციული ბიურო, სასამართლოს მეშვეობით, ფონდისგან მოცულობითი ინფორმაციისა და პერსონალური მონაცემების გადაცემას ითხოვს (ვინაობები, ფოტო-ვიდეო მასალა, მიმოწერა და სხვა ინფორმაცია). ამ ინფორმაციის გამოთხოვის საფუძვლად ანტიკორუფციული ბიურო მტკიცებულებად ასახელებს ფონდის მიერ განხორციელებულ შემდეგ საქმიანობას:
• ფონდი ხელს უწყობდა არჩევნებზე დაკვირვებასა და მოქალაქეებისთვის ევროკავშირის სიკეთეების გაცნობას;
• ფონდი იცავდა ადამიანის უფლებებს და მხარს უჭერდა ევროინტეგრაციისკენ მიმართულ ინიციატივებს;
• ფონდი მონაწილეობდა საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერ მსვლელობებში;
• ქეთი ხუციშვილი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა, რუსული სტილის ავტორიტარიზმი გააკრიტიკა და თქვა, რომ ქართველ ხალხს მხარდაჭერა სჭირდება.
რეალურად, 30 წელზე მეტია, ფონდი სრულიად ღიად ემსახურება საქართველოს მოქალაქეების გაძლიერებას. ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ჩამოთვლილი საქმიანობაც საზოგადოების ნების გამოძახილია და მისი წინსვლისა და განვითარებისკენ არის მიმართული.
საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.