13 ნოემბერს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამის კონკურსის ‘ადამიანის უფლებები ჯანდაცვაში’ ფარგლებში გამარჯვებული ჟურნალისტები დაჯილდოვდნენ. კონკურსის შედეგად გამოვლინდა საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი და სტატიები, რომლებიც ეხებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თემებს და ნარკოტესტირების პრაქტიკას საქართველოში.
გამარჯვებული ჟურნალისტები არიან:
საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი: დაუმარცხებელთა თამაშები’, ნინია ახვლედიანი, ტელეკომპანია ‘იმედი’.
საუკეთესო ინტერნეტსტატია: ნათია ამირანაშვილი, ჟურნალი ‘ლიბერალი’, ‘შარდში კრიმინალი არ ჩანს’
საუკეთესო საგაზეთო სტატიის ჯილდო ორად გაიყო და რეგიონული გაზეთ ‘შირაქის’ და გამოცემა ‘ლიბერალის’ ჟურნალისტებს შორის განაწილდა:
საუკეთესო საგაზეთო სტატია: ‘ყველაზე მეტად ის სტკივა, როცა ვინმე სიბრალულით შეხედავს!’, ავტორი: ლალი მეხრიშვილი, გაზეთი ‘შირაქი’, დედოფლისწყარო.
საუკეთესო საგაზეთო სტატია: ნანა ლომიძე, გაზეთი ’24 საათი’, სიცოცხლის უფლება.
ჟურნალისტები კონკურსის და მათი ნამუშევრების შესახებ საუბრობენ: