ფონდი აგრძელებს ჟურნალისტების განათლებას C ჰეპატიტთან დაკავშირებულ საკითხებზე. 10 თებერვალს, ფონდის პარტნიორი ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია ‘ქსენონი’ ჩაატარებს ლექციას სამეგრელო-ზემო სვანეთის მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის თემაზე “ადგილობრივი მედია და С ჰეპატიტის ელიმინაცია სამეგრელო-ზემო სვანეთში”.
ფონდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამა აქტიურად მუშაობს ზიანის შემცირებისა და ძირითად სამკურნალო საშუალებებზე ხელმისაწვდომობის საკითხებზე. ამ მიმართულების ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა С ჰეპატიტის მკურნალობასა და დიაგნოსტირებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. სასჯეაღსრულების სისტემაში დაიწყო უფასო მკურნალობის პროგრამა, რომლის ფარგლებში 2 წლის განმავლობაში 1000 პატიმრის მკურნალობაა დაგეგმილი., არსებობს პაციენტთა სკოლა, რომელიც C ჰეპატიტით ინფიცირებულ 600 მოქალაქეს აერთიანებს და ეს რიცხვი დღითი დღე იზრდება. ფონდის, მთავრობის და არასამთავრობო ორგანიზაციების დამსახურებით 10 000 მოქალაქისთვის C ჰეპატიტის მკურნალობა 60 %-ით გაიაფდა. ფონდის დაფინანსებით მუშაობს ცხელი ხაზი 2181221, სადაც ამომწურავ ინფორმაციას გასცემენ C ჰეპატიტთან დაკავშირებულ საკითხებზე.