ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისთვის საქართველოში

15.01.2018

 

 

ევროკავშირისა და ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით ორი წლის მანძილზე რეგიონებში პროექტი მიმდინარეობდა, რომელიც ბავშვთა უფლებების დაცვისთვის ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავდა მიზნად. პროექტის დახურვის ღონისძიება 2017 წლის 29 დეკემბერს, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში” ჩატარდა.

დღესდღეობით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეები და მათი ქართულენოვანი თანატოლები არ სარგებლობენ ხარისხიან განათლებაზე თანაბარი

ხელმისაწვდომობით. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2015-2016 სასწავლო წლის დასაწყისისათვის 12441 მოსწავლემ მიატოვა სწავლა. განსაკუთრებით მაღალია სწავლის მიტოვების მაჩვენებელი უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში. ხშირია სწავლის მიტოვება მუშაობის დაწყების მიზეზით.  მაღალ კლასებში რიცხული გოგონები სწავლას თავს ანებებენ გათხოვების შემდეგ.  კვლევებით დასტურდება, რომ სკოლის მიტოვების პრობლემა შეიძლება თაობებზე ვრცელდებოდეს.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა აქტივობები, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვების საგანმანათლებლო უფლებების დაცვის გაუმჯობესებაში.

მომზადდა  ეთნიკური უმცირესობების წამომადგენელი მოსწავლეების საგანმანათლებლო საჭიროებების სიღრმისეული კვლევა, შეგროვდა პოლიტიკის ცვლილებისათვის საჭირო მონაცემები და შემუშავდა სამი პოლიტიკის დოკუმენტი ადრეულ ქორწინებაზე, სკოლის მიტოვებასა და ბავშვთა შრომასთან დაკავშირებით. შეიმუშავდა პრობლემების მოგვარების გზები და რეკომენდაციები, რომელიც მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს.

გარდა ამისა, ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა აქტივობები, რომელთა მიზანი სკოლების უსაფრთხოების გაძლიერება და დირექტორებისა და მასწავლებლების,საჭირო ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვა იყო.

რეგიონებში პროექტს ახორციელებდნენ: სამოქალაქო განვითარების ინსიტუტი, საზოგადოება „ბილიკი”, რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტი” და მარნეულის ახალგაზრდული ცენტრი.

NEWS

MULTIMEDIA