აფრიკის დასახლებაში უსახლკაროთა შენობა-ნაგებობების დემონტაჟის შესახებ

15.12.2020

„ადამიანის უფლებების ელემენტარული სტანდარტია, რომ როდესაც მიმდინარეობს გამოსახლება, უკანონო ნაგებობის შემთხვევაში ხდება ეს თუ დავალიანების შემთხვევაში, ამ გამოსახლებას უნდა ჰქონდეს ორი მხარე: ერთი არის სამართალდარღვევის ნაწილი და მეორე არის გამოსახლების შედეგად ადამიანის უფლების დაცვის ნაწილი. თუ რომელიმე ნაწილი გამორიცხულია ის გადაწყვეტილება არის უკანონო. და დღეს მერიის გადაწყვეტილება არის ცალსახად უკანონო, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანები რჩებიან ქუჩაში. არ არის ჩართული ამ გადაწყვეტილებაში მუნიციპალიტეტი, რომელიც განასახლებს ამ ადამიანებს. დღეს საქართველოს საერთოდ არ გააჩნია უსახლკარობის სახელმწიფო პოლიტიკა და არ გააჩნია სერვისები, რითიც ეს ადამიანები ისარგებლებდნენ. მინდა გამოვეხმაურო მერის განცხადებას თავშესაფრის შესახებ. ეს არის ერთადერთი სერვისი უსახლკაროებისთვის, თუმცა ეს თავშესაფარი არ არის გათვლილი ოჯახებისთვის და არ არის გათვლილი გრძელვადიანად საცხოვრებლად. ეს არის ღამის გასათევი თავშესაფარი ინდივიდებისთვის.“- ანანო ცინცაბაძე, ღია საზოგადოების ფონდი.