კვლევის პრეზენტაცია
საკონტაქტო პირები:
დიანა ლეჟავა, მარიამ ამაშუკელი
d.lezhava@css.ge, mariam.amashukeli@gmail.com
თარიღი: 5 თებერვალი, 2016 წ.
დრო: 17:00-18:00
ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. No. 1; თსუ-ს პირველი კორპუსი. აუდიტორია: No. 115.
პრეზენტაციის ენა: ქართული
2016 წლის 5 თებერვალს, 17:00 საათზე თსუ-ს I კორპუსში, აუდიტორია No. 115, გაიმართება სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის კვლევის შედეგების პრეზენტაცია: „აკადემიური პროგრამების შედეგებისა და დასაქმების ბაზრის მოთხოვნებს შორის შესაბამისობის კვლევა სოციალურ მეცნიერებებში.”
კვლევა მიზნად ისახავდა სოციალურ მეცნიერებებში აკადემიური პროგრამების შესაბამისობის განსაზღვრას დასაქმების ბაზრის მოთხოვნებთან, იმის დასადგენად, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოში კარიერული განვითარებისა და წინსვლისათვის უმაღლესი განათლების პროგრამებს, როგორია დამოკიდებულება განათლების პროგრამების ეფექტურობასა და კურსდამთავრებულთა დასაქმებას შორის, რამდენად მზად არიან კურსდამთავრებულები შრომის ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
*********
კვლევის ანგარიში გამოცემულია ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.