დღეს დავასრულეთ ახალგაზრდების გაძლიერებისკენ მიმართული LINKS პროექტი, რომელშიც ჯამში 1200 ადამიანი ჩაერთო – მათ ნახევარზე მეტი დასაქმების, განათლებისა თუ ტრენინგის მიღმა დარჩენილი ე.წ. NEET ახალგაზრდა იყო.
სამი წლის მანძილზე, პროექტის ფარგლებში განხორციელებული მრავალმხრივი საქმიანობის შედეგად, 87 ახალგაზრდა სტაჟირების პროგრამაში ჩაერთო და ანაზღაურებადი, კვალიფიციური სამსახურის გამოცდილება მიიღო – მათ შორის 50 დასაქმდა.