ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულება

06.08.2015

ერთი წლის შედეგები

2014 წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტმა “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონი მიიღო, რაც აშკარად წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან მანამდე ქვეყნაში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის სრულყოფილი მექანიზმი არ არსებობდა. 2014 წლის 2 მაისამდე სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლი, ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას მხოლოდ თანასწორუფლებიანობის დარღვევისათვის, თუმცა, ყველა დისკრიმინაციული ქმედება არ იყო იმგვარი სიმძიმის, რომ მის ჩამდენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაკისრებოდა.

საქართველოს კონსტიტუციის (1995 წ.) მე-14 მუხლი დისკრიმინაციას კრძალავს და ამ მუხლის საფუძველზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საკმაოდ პროგრესული პრაქტიკა განავითარა. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს მექანიზმი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ეფექტურად საბრძოლველად მაინც შეზღუდულია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ახორციელებს ე.წ. “აბსტრაქტულ კონსტიტუციურ კონტროლს,” რაც გულისხმობს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის შეფასებას, ანუ იმას, თუ რამდენად შეესაბამება კონსტიტუციის მე-14 მუხლს ადმინისტრაციული ორგანოების და სასამართლოების მიერ აღსრულებული ნორმატიული აქტები. საკონსტიტუციო სასამართლოს არა აქვს და ვერც ექნება კერძო პირების დისკრიმინაციული ქმედების შეფასების უფლებამოსილება. ამ საკითხს შეფასება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებას სცილდება.

NEWS

MULTIMEDIA