ანტიდისკრიმინაციული კანონის აღსრულების ერთი წელი

29.07.2015

29 ივლისს  ‘კოალიციამ თანასწორობისთვის’ ანტიდისკრიმინაციული კანონის აღსრულების ერთი წლის მონიტორინგის  ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშში ასახულია ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის სრულყოფისა და მისი სათანადო განხორციელების მიზნით გატარებული ქმედებები 2014 წლის მაისიდან 2015 წლის 1 აპრილამდე.

ანგარიშის თავები ეთმობა კოალიციის წევრი ორგანიზაციების მიერ წარმოებულ  საქმეებს,  სახალხო დამცველის მიერ “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონის გამოყენებისას გამოვლენილ მიღწევებს და გამოწვევებს,  სასამართლო ხელისუფლების მიერ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის იმპლემენტაციის პროცესუალურ თავისებურებებს და საქმის წარმოებას სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში. ანგარიშის დასკვნითი ნაწილი რეკომენდაციებს გვთავაზობს, რაც სახელმწიფო სტრუქტურებს ანტიდისკრიმინაციული ღონისძიებების დახვეწაში დაეხმარება.

დოკუმენტი მოამზადეს „კოალიცია თანასწორობისთვის” წევრმა ორგანიზაციებმა სახალხო დამცველის აპარატში წარდგენილი საჩივრების, სასამართლოებში შეტანილი სარჩელების, სახალხო დამცველისა და საერთო სასამართლოების მიერ მიღებული საბოლოო და შუალედური გადაწყვეტილებების, მოქმედი კანონმდებლობის და საჯარო ინფორმაციის სახით სახალხო დამცველის აპარატიდან გამოთხოვილი მასალების ანალიზის საფუძველზე.

ნახეთ მოკლე შემაჯამებელი დოკუმენტი…

ნახეთ ანგარიში სრულად…

###

კოალიციის შესახებ:

‘კოალიცია თანასწორობისათვის’ ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ მხარდაჭერით დაფუძნდა და ის ხუთ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. კოალიციის მიზანი ანტიდისკრიმინაციული კანონის  აღსრულების ხელშეწყობა და მისი პრაქტიკული გამოყენების მონიტორინგია.

16 თებერვლიდან ამუშავდა ცხელი ხაზიც, რომელიც მოქალაქეებს უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

კოალიციის წევრები არიან: ‘ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია’, ‘ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი’, ‘საფარი’, ‘კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ‘იდენტობა’.

 

ნახეთ მედია ამ თემაზე…

 

 

NEWS

MULTIMEDIA