ანტიდისკრიმინაციული კანონის აღსრულების ერთი წლის შეფასება

28.07.2015

 

29 ივლისს, ოთხშაბათს, 09:30 საათზე, სასტუმრო “რუმსში” (კოსტავას 4) ‘კოალიცია თანასწორობისთვის’ ანტიდისკრიმინაციული კანონის აღსრულების ერთი წლის მონიტორინგის ანგარიშს წარადგენს.

ანგარიშში ასახულია ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის სრულყოფისა და მისი სათანადო განხორციელების მიზნით გატარებული ქმედებები 2014 წლის მაისიდან 2015 წლის 1 აპრილამდე.

ანგარიშის თავები ეთმობა კოალიციის წევრი ორგანიზაციების მიერ წარმოებულ საქმეებს, სახალხო დამცველის მიერ “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონის გამოყენებისას გამოვლენილ მიღწევებს და გამოწვევებს, სასამართლო ხელისუფლების მიერ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის იმპლემენტაციის პროცესუალურ თავისებურებებს და საქმის წარმოებას სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში. ანგარიშის დასკვნითი ნაწილი რეკომენდაციებს გვთავაზობს, რაც სახელმწიფო სტრუქტურებს ანტიდისკრიმინაციული ღონისძიებების დახვეწაში დაეხმარება.

ანგარიში მომზადებულია „კოალიცია თანასწორობისთვის” წევრი ორგანიზაციების მიერ სახალხო დამცველის აპარატში წარდგენილი საჩივრების, სასამართლოებში შეტანილი სარჩელების, სახალხო დამცველისა და საერთო სასამართლოების მიერ მიღებული საბოლოო და შუალედური გადაწყვეტილებების, მოქმედი კანონმდებლობის და საჯარო ინფორმაციის სახით სახალხო დამცველის აპარატიდან გამოთხოვილი მასალების ანალიზის საფუძველზე.

###

კოალიციის შესახებ:

‘კოალიცია თანასწორობისათვის’ ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ მხარდაჭერით დაფუძნდა და ის ხუთ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. კოალიციის მიზანი ანტიდისკრიმინაციული კანონის აღსრულების ხელშეწყობა და მისი პრაქტიკული გამოყენების მონიტორინგია.

 

16 თებერვლიდან ამუშავდება ცხელი ხაზიც, რომელიც მოქალაქეებს უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

კოალიციის წევრები არიან: ‘ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია’, ‘ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი’, ‘საფარი’, ‘კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ‘იდენტობა’.

###

კონტაქტები პრესისთვის:

ანა ტოკლიკიშვილი, ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველო, მობ: 595 221999, ელ.ფოსტა: Anuka@csf.ge, www.csf.ge

ლაშა ქავთარაძე, EMC მობ: 557 735431, ელ.ფოსტა: kavtaradzelasha@gmail.com, www.emc.org.ge

 

 

NEWS

MULTIMEDIA