“საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება, როგორც არასდროს ისეთი მტკიცეა დღეს და მომართული იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროპის ნაწილი. ამას საქართველო იმსახურებს თავისი ისტორიით, თავისი ღირებულებებით, მაგრამ დღეს გვაქვს ძალიან მძიმე ვითარება და ჩვენ მივმართავთ მას, რომ მხარში დაუდგეს ჩვენს ქვეყანას და თუ საჭიროა, იყოს კიდევ უფრო კრიტიკული ხელისუფლების მიმართ, რომ მან შეასრულოს ის პირობები, რაც მოწოდებულია შარლ მიშელის დოკუმენტში“- ხატია ჯინჯიხაძე, ღია საზოგადოების ფონდი.
კონფერენციის დაწყებამდე საქართველოში ჩამოსულ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს სამოქალაქო საზოგადოებამ ღია წერილით მიმართა.