არასამთავრობო ორგანიზაციები მართლმსაჯულების რეალური რეფორმისთვის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვენ

05.06.2018

5 ივნისს, ღია საზოგადოების ფონდის ოფისში გამართულ მედია ბრიფინგზე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები შეაფასა და პროკურორის არჩევასთან დაკავშირებით ისაუბრა.

მედიაბრიფინგს წინ უძღოდა განცხადება პროკურატურის და მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამია, რომ არსებული თანამდებობის პირების პირობებში რეალური რეფორმა მართმსაჯულების სფეროში არ გატარდება. ორგანიზაციების წარმომადგენლებმა უნდობლობა გამოუცხადეს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს და აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია ახალი პროკურორის დანიშვნა ახალი, მიუკერძოებელი და რეფორმის ნების მქონე მინისტრის ხელმძღვანელობით მოხდეს.