არასამთავრობო ორგანიზაციები: მიღებული გადაწყვეტილება ამტკიცებს ეჭვებს სასამართლოს პროცესში უხეში ჩარევის შესახებ

03.03.2017

03 მარტი 2017

შეშფოთებას გამოვთქვამთ 2 მარტს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომლის მიხედვითაც „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2″-ის წილების მესაკუთრედ ცნობილი იქნა ქიბარ ხალვაში (60%) და შპს „პანორამა” (40%).

როგორც სამივე ინსტანციაში სასამართლო პროცესის მიმდინარეობა, ასევე საბოლოოდ მიღებული შედეგი არ შეესაბამება სამართლიანი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნებს და კიდევ უფრო მყარს ხდის ჩვენს ეჭვებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხელისუფლების უხეში ჩარევის შესახებ.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მიღებული გადაწყვეტილება აზიანებს საქართველოს სამომავლო დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას, ზღუდავს მედიის თავისუფლებასა და პლურალისტულ მედია გარემოს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს.

 

  1. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

  2. სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CIDA)

  3. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

  4. ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო

  5. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

  6. საქართველოს ატლანტიკური საბჭო

  7. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია

  8. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)

  9. მწვანე ალტერნატივა

  10. კავშირი საფარი

  11. მედიის განვითარების ფონდი (MDF)

  12. საქართველოს გაეროს ასოციაცია

  13. სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი

  14. კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი

  15. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

  16. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი

  17. ხმა საქართველოდან

  18. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

  19.  საზოგადოება და ბანკები

  20. კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის

  21. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

 

 

NEWS

MULTIMEDIA