არასამთავრობო ორგანიზაციები თბილისის მერსა და საკრებულოს მიმართავენ

15.08.2018

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ თბილისის მთავრობას, არ გასცეს დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე მორიგი მშენებლობის ნებართვა.

2018 წლის ივნისში ქალაქის არქტიტექტურულმა სამსახურმა კომპანია „ანაგს” დაუდგინა სამშენებლო პირობები მრავლფუნქციური კომპლექსის ასაშენებლად.

8 აგვისტოს ბრიფინგზე ქალაქის მერმა განაცხადა, რომ სამშენებლო კომპანია „ანაგი” დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე საგამოფენო სივრცისა და ორანჟერეის მშენებლობას გეგმავს.

თბილისის მერიაში შესულია ადმინისტრაციული საჩივარი, რომლის განხილვაც იგეგემება 2018 წლის აგვისტოს ბოლოს.

დიღმის მოსახლეობამ, 500-ზე მეტმა ხელმომწერმა,  განცხადებით მიმართა თბილისის მერიას, რომ არ დაეშვა მორიგი მშენებლობა ტყე-პარკის ტერიტორიაზე.

არასამთავრობო ორგანიზაციები მხარს უჭერენ მოსახლეობის მოთხოვნას და მიმართავენ თბილისის მერსა და საკრებულოს, არ გასცენ ნებართვა ახალი მშენებლობისათვის და დიღმის ტყე-პარკის მთელი ტერიტორია გამოაცხადონ ლანდშაფტურ-რეკრეაციულ ზონად.

პრესკონფერენცია გაიმართა 14 აგვისტოს, 11:30-ზე, ღია საზოგაოდების ფონდის საკონფერენციო დარბაზში.

არასამთავრობოების მიმართვა

სიახლეები

მულტიმედია