2015 წლის 11 ივლისს გორის რაიონის სოფელ ორჭოსანთან და წითელუბანი-ხურვალეთის ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა რამდენიმე ასეული მეტრით გადმოწია საოკუპაციო ხაზი, რაც ძალზედ საგანგაშო სიგნალს წარმოადგენს საქართველოს უსაფრთხოებისთვის. ეს ქმედება არის რუსეთის მიერ უკანასკნელ პერიოდში წარმოებული ანექსიური პოლიტიკის ლოგიკური გაგრძელება, რომლის ფარგლებში სულ მცირე ხნის წინ გაფორმდა ე.წ. ინტეგრაციის და პარტნიორობის ხელშეკრულებები. შესაბამისად, ნათელია, რომ მოსკოვის მხრიდან გრძელდება საქართველოს ტერიტორიების მიტაცება და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის შიშის ჩანერგვა. ამჯერად საფრთხე მიადგა ისეთ სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას, როგორიცაა ბაქო-სუფსა-ს მილსადენი. უახლოეს მომავალში შეიძლება საფრთხე შეექმნას ელექტროგადამცემ ხაზს ქართლი-2 და, რაც მთავარია, საქართველოს ცენტრალურ საგზაო მაგისტრალს.
მიგვაჩნია, რომ ამ ვითარებაში აუცილებელია საგანგებო ზომების მიღება. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ფუნდამენტურად გადაიხედოს რუსეთთან ურთიერთობის სტრატეგია, რის გარეშეც, ვერც ერთი ზომა ვერ იქნება შედეგიანი. ჩვენი სტრატეგიის მთავარი პრინციპი უნდა იყოს რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით და მონაწილეობით.
გთავაზობთ, ზოგიერთი იმ ზომის ჩამონათვალს, რომელიც, ჩვენი აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ მყისიერად უნდა დაუპირისპიროს აღნიშნულ საფრთხეს.
ჩვენის მხრივ, მზად ვართ, მაქსიმალურად შევიტანოთ წვლილი როგორც საოკუპაციო ხაზის გადმოწევით დაზარალებული ადამიანების უფლებების დაცვაში, ისე საქართველოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ საზოგადოებასთან კომუნიკაციაში.
ბოლოს, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ გამართოს შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან (მაგალითად, უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს ფორმატის ფარგლებში), რომლის დროს განხილული იქნება საქართველოს წინაშე დღეს მდგომი უსაფრთხოების გამოწვევები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით.
14 ივლისი, 2015ხელომომწერები:
საქართველოს რეფორმების ასოციაცია(GRASS)
საქართველოს ატლანტიკური საბჭო
სიდა(CIDA)
Georgianreview.ge
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI)
საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი(GISS)
საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერია”
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF)
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (GFSIS)
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი(IDFI)
მედია კლუბი
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი-საქართველო(BBSAG)
ჯარისკაცის დედა