საერთაშორისო სტანდარტების, მათ შორის, გაეროს პარიზის პრინციპების, ვენეციის პრინციპებისა და ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის (CM/Rec(2021)1) მოთხოვნების შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ომბუდსმენობის კანდიდატის შერჩევა მოხდეს ინკლუზიური და გამჭვირვალე პროცესის საფუძველზე და მასში აქტიურად მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების წევრები.
ასევე, ევროკავშირის მოთხოვნაა, რომ სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა მიენიჭოს დამოუკიდებელ კანდიდატს და პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ და დაცული იყოს აპარატის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.
ტრადიციულად, საზოგადოებრივი ორგანიზაციები ყოველთვის მონაწილეობდნენ იმ დისკუსიებსა თუ განხილვებში, რომელსაც სახალხო დამცველის არჩევის პროცესი ითვალისწინებს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ფართო, წარმომადგენლობითი და დემოკრატიული პროცესისა და კონსულტაციების შედეგად, ერთობლივად შევიმუშავეთ ომბუდსმენობის კანდიდატობის ნომინირების წესი და ის კრიტერიუმები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს მომავალი სახალხო დამცველი.
სამოქალაქო ორგანიზაციები სახალხო დამცველის თანამდებობაზე მხარს ვუჭერთ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ როგორც კომპეტენტურობის, ისე პიროვნული მახასიათებლების შემდეგ ძირითად კრიტერიუმებს:
სწორედ აღნიშნულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, სახალხო დამცველის პოსტზე მხარს ვუჭერთ ანა აბაშიძის, გიორგი ბურჯანაძისა და ნაზი ჯანეზაშვილის კანდიდატურებს და მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, რომ წარუდგინონ ისინი საქართველოს პარლამენტს.
ჩვენ უზრუნველვყოფთ საჯარო შეხვედრებსა და დისკუსიებს, რათა ფართო საზოგადოებას ჰქონდეს საშუალება გაიცნოს სახალხო დამცველობის კანდიდატები და მოისმინოს მათი ხედვები. ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს, რათა მათ მოახდინონ აღნიშნული კანდიდატების ნომინირება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ასევე, მზადყოფნას გამოვთქვამთ, შევხვდეთ ყველა საპარლამენტო პარტიას.
ტრადიციულად, საქართველოს ჰყავს დამოუკიდებელი, მაღალკვალიფიციური და პარტიებთან არააფილირებული სახალხო დამცველები და უკიდურესად მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს ქვეყნის მთავარი უფლებადამცველის დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა მომავალშიც.
სახალხო დამცველობის კანდიდატების კრიტერიუმების შემუშავებისა და მათი შერჩევის პროცესში ჩართული იყო შემდეგი ორგანიზციები:
															საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.