მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი ოფიციალურად დღის წესრიგში არ დგას, შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა მზარდი სტატისტიკა შესაძლოა უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძველი გახდეს.
ევროკავშირის და შენგენის ზონის ქვეყნებში 2018 წელს დაახლოებით 18 000-მა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი. რუსთავი 2-ის „დილა მშვიდობისა საქართველო უქმეებზე“ გადაცემის სტუმარია ღია საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ვანო ჩხიკვაძე