ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ სურების მიმდებარედ, მდინარე ბარამიძისწყალზე დაგეგმილია 7.8 მგვტ დადგმული სიმძლავრის “ბარამიძე ჰესის” მშენებლობა. გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) კოდექსის თანახმად, საქმიანობა ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, შესაბამისად, საქმიანობის განმახორციელებელმა – კომპანია სს “სუფსა ენერჯიმ”, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში 2021 წლის 12 თებერვალს წარადგინა პროექტის სკოპინგის ანგარიში, რომელიც შემუშავებულია შპს “გამა კონსალტინგის” მიერ.
წარმოდგენილი სკოპინგის დოკუმენტის შესწავლისას გამოვლენილი ხარვეზები და შეუსაბამობები კანონმდებლობასთან განხილულია წინამდებარე დოკუმენტში.