ბავშვთა პერსონალურ მონაცემთა დაცვა პენიტენციურ სისტემაში

28.07.2015

29 ივლისს, 12 საათზე, ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ ოფისში (ჭოველიძის 10) პენიტენციურ სისტემაში ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე იმსჯელებენ სახალხო დამცველის ოფისის,  გაეროს ბავშვთა ფონდის,  პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის და სხვა სახელმწიფო უწყებების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

 

შეხვედრის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია  „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის” 6 თვის მანძილზე ახორციელებდა ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებული სამართლებრივი ანალიზს პენიტენციურ სისტემაში. ანალიზის შემდგომი ეტაპი კი გამოკვეთილი ხარვეზების აღმოფხვრას ითვალისწინებს.

პროექტის ფარგლებში “ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის” პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ხარვეზების აღმოფხვრას ადვოკატირების გზით აპირებს. ორგანიზაცია მონიტორინგს უწევს   სახელმწიფო უწყებების მიერ ნორმატიული აქტების შემუშავების პროცესს პენიტენციურ სისტემაში, რათა მაქსიმალურად აღმოიფხვრას ანალიზის შედეგად გამოკვეთილი ხარვეზები.

“უნდა ითქვას, რომ ამ პროცესში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან თანამშრომლობა არაერთგვაროვნად მიმდინარეობს.  მრგვალი მაგიდის შეხვედრაზე განხილული იქნება როგორც კანონქვემდებარე აქტების მიღების და მათთან დაკავშირებით ორგანიზაციასა და სამინისტროსთან თანამშრომლობის პროცესი, ასევე, არასრულწოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების დებულების პროექტი, ახლადდამტკიცებული ანალიტიკური დეპარტამენტის დებულება და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები. აქცენტი გაკეთდება ადვოკატირების შედეგებზე, ასევე იმ გამოწვევებზე, რაც დგას ნორმატიული აქტების დახვეწის თვალსაზრისით. გარდა ამისა, შეხვედრაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმოამდგენლები გააკეთებენ პრეზენტაციას პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე.”- აცხადებს ტატო ქელბაქიანი, ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

შეხვედრაში მონაწილოებას მიიღებენ: ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს, სახალხო დამცველის აპარატის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის, გაეროს ბავშვთა ფონდის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და ამ სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

###

საკონტაქტო პირი: ტატო ქელბაქიანი, „ინიციატივა მოწყვადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის, მობ. 577284656 ელ.ფოსტა: anton.kelbakiani@gmail.com

ანა ტოკლიკიშვილი, ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველო’, მობ: 595 221 999,  ელ.ფოსტა: Anuka@csf.ge ,www.csf.ge