ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები საქართველოში

30.07.2015

30 ივლისს, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრმა, ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ მხარდაჭერით „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საქმიანობის შეფასება და არსებული გამოწვევების ანალიზის” შედეგები გამოაქვეყნა.

ხუთი თვითმმართველი ქალაქის თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, ფოთისა და ოზურგეთის რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის შედეგად გაანალიზდა ამ ქალაქებში არსებული მრავალბინიანი სახლების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საქმიანობის პროცესში გამოვლენილი პრობლემები და გამოწვევები. ასევე, ამხანაგობების საქმიანობის საკანონმდებლო რეგულაციები და სასამართლო პრაქტიკა.

მკვლევარებმა და ორგანიზატორებმა  „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ინსტიტუტის განვითარებისათვის საჭირო რეკომენდაციებიც შეიმუშავეს.

ნახეთ კვლევის ანგარიში სრულად.